weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვაცხადებ უვადო შიმშილობას, ყველამ ნახოს რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული – სააკაშვილი

16:23 ორშაბათი, 21 თებერვალი 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ხელახლა აპირებს შიმშილობას, იმის მიუხედავად, რომ საკუთარი ჰოლანდიელი ექიმისგან აქვს გაფრთხილება, რომ ეს „კატეგორიულად გამორიცხულია“. 

შიმშილობის დაწყების შესახებ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც 7 ნოემბრის საქმე განიხილება.

„თქვენ ხედავთ, რა ხდება უკრაინაში და თუკი ვინმე სულელს ან უსინდისოს დღეს კიდევ ჰგონია, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ მე მგონი, კარგად უნდა შეხედოს უკრაინას. ჩვენ ომი კი არ დავიწყეთ, ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ – მე და ჩვენ – და ამისთვის ვისჯები ახლა და მათ შორის, ამისთვის ხორციელდება პუტინის დავალებით, არსებული კლეპტოკრატიული რეჟიმის და მაფიოზური კლანის მიერ შეგნებულად ჩემი ინვალიდიზაცია და მკვლელობა. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. 

თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ისე ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები. 

მე ვაცხადებ დღეიდან სრულ, უვადო შიმშილობას. ეს არის რეაქცია იმაზე, თუ როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს, ჩვენს ხალხს. აქ ჩემი ჯანმრთელობა მეასეხარისხოვანია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ჰოლანდიელი ექიმისგან მიიღო წერილი, სადაც ის წერს, რომ განმეორებითი შიმშილობა კატეგორიულად გამორიცხულია და ეს, დასუსტებული ჯანმრთელობის ფონზე, განმეორებით და უფრო ძლიერ სტრესს, მეტაბოლიზმის, ელექტროლიტების, ფერმენტებისა და ჰორმონალური ცვლის მოშლას გამოიწვევს. 

„ეს თავის მხრივ ქსოვილურ და უჯრედულ დონეზე ისეთ დარღვევებს გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი და ლეტალური შედეგი მოჰყვება. მე მივდივარ ამაზე. ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, ნახოს ყველამ, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის უფრო მაღლა დაყენება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს, რის შემდეგაც მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მისი მოთხოვნა სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მოათავსეს. მას შემდეგ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა. დეკემბრის ბოლოს ის კვლავ რუსთავის ციხეში დააბრუნეს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]