weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთი ფაქტობრივად იმეორებს 2008 წლის სცენარს

12:14 სამშაბათი, 22 თებერვალი 2022
ფოტოზე - საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ფოტოზე - საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიოანობას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა და გამოთქვა იმედი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მკაცრ რეაგირება ექნება აღმოსავლეთ ევროპაში სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო პერიოდში უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები შემაშფოთებელია და უაღრესად სერიოზული გამოწვევაა ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისათვის. 

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მორიგ უხეშ დარღვევას, რაც ფაქტობრივად იმეორებს 2008 წელს, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, სამხედრო ინტერვენციის, შემდგომ კი ამ რეგიონისა და აფხაზეთის/საქართველო ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების და მათი ოკუპაციის სცენარს. 

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ შეფასებას და რეაგირებას მისცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევის მორიგ ფაქტს და აღმოსავლეთ ევროპაში სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის ყოვლად მიუღებელ მცდელობას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

21 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის შემდეგ, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას მიმართა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ აცნობა. გარდა ამისა, კრემლში ხელი მოაწერეს ე.წ. რესპუბლიკებთან თანამშრომლობის შეთანხმებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]