weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით ამ რთულ დროს – პაპუაშვილი

11:26 ხუთშაბათი, 24 თებერვალი 2022

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ რთულ დროს საქართველო უკრაინის გვერდით დგას.

„სამწუხაროდ, უკრაინის ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები, რათა შეაჩეროს რუსეთი სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაზრდისგან და უზრუნველყოს საერთაშორისო ნორმების დაცვა. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით ამ რთულ დროს“, – წერს Twitter-ზე პაპუაშვილი. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ 24 თებერვალს, გამთენიისას განაცხადა და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. 

უკრაინაზე შეტევა ადგილობრივი დროით 05:00 საათზე დაიწყო. სახელმწიფო უწყებების ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის საზღვრებს ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდანაც შეუტიეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]