weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინის საკითხზე პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევს 

15:50 ხუთშაბათი, 24 თებერვალი 2022

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მიმართვას დააკმაყოფილებს და უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევს. ჯერ უცნობია, როდის ჩაინიშნება აღნიშნული სხდომა. 

„მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო. ჩემი მხრივ მზად ვარ წარმოვადგინო საქართველო, როგორც კონსტიტუცია მაძლევს ამის უფლებას, ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა, რამეთუ უკრაინის საკითხი ჩვენი საკითხია და საჭიროა, რომ საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას აკეთებდა.

ზურაბიშვილის თქმით, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში დღეისთვის დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, რადგან დღეს მთავარი საკითხია უკრაინა და საქართველოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ.

„დღევანდელი დღე ტრაგიკული დღეა უკრაინისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყევლაფერი იღონა, ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. დღეს, როცა იგი ცდილობს გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდზე დგას. 

ეს დღე ასევე ტრაგიკულია საქართველოსთვის და ყველა მშვიდობისმოყვარე დემოკრატიული ერისთვის ევროპასა და მსოფლიოში, რამეთუ ომი ევროპის შუაგულში გაჩაღდა ყველანაირი დიალოგის მცდელობის მიუხედავად.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი – პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა – მინდა უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობასა და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა გამოვუცხადო. მინდა პატივი მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებსა და მოქალაქეებს, რომლებიც დღეს შეეწირდნენ თავიანთი ქვეყნის სუვერენობის დაცვას. მინდა შევუერთდე დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ გაეროს გენერალური მდივნის და ყველა სხვა ლიდერის მოწოდებას. 

მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას თუ ოპოზიციას და მთავრობას, დღეს, როგორც არასოდეს ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. ძალა ერთობაშია!

საჭიროდ მიმაჩინია ნებისმიერ ფორმატში – ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო – გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ მთელი ერი ვდგავართ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გვერდით და მშვიდობის მხარეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]