weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინის პრეზიდენტი ჩამოვიდა მაშინ, როცა თბილისისკენ რუსული ტანკები მოდიოდნენ – რადას წევრი

15:11 პარასკევი, 25 თებერვალი 2022

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, პარტია „ევროპული სოლიდარობის“ წევრი ოლექსი გონჩარენკო გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება, კიევში ჩასვლას კი არ აპირებს. 

ოლექსი გონჩარენკოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველომ მხარი არ დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს. რა, სტოკჰოლმის სინდრომი აიკიდა? პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციების შემოღება მის ქვეყანას გაცილებით მეტ ზიანს მოუტანს. ამისთვის პარლამენტიც კი არ აპირებს რიგგარეშედ შეკრებას. 

მაგრამ ყველაზე მეტად გასაკვირია რეაქცია მარტივ შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ღარიბაშვილი კიევში ჩამოსვლას სოლიდარობის ნიშნად. პრემიერი ამბობს, რომ ახლა უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია.

არაუშავს, ირაკლი. როდესაც ომი დასრულდება და ჩვენს თავზე სამხედრო თვითმფრინავების ნაცვლად სამგზავროები იფრენენ – შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე. 

ქართველებო, ძმებო, როგორ მოგწონთ ეს? ნუთუ დაივიწყეთ, როგორ ჩამოფრინდა უკრაინის პრეზიდენტი თბილისში, როდესაც 2008 წელს თბილისისკენ რუსული ტანკები მოდიოდნენ? მოითმენთ თუ აუხსნით ღარიბაშვილს, რა უნდა გააკეთოს?“.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თქვა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია და იქ არა თუ ის, არამედ „მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც“ ვერ ჩადიან.

უკრაინამ საჰაერო სივრცე გუშინ, 24 თებერვალს, რუსეთის თავდასხმის და ომის დაწყების შემდეგ ჩაკეტა. ღარიბაშვილი კიევში უკრაინის მხარდასაჭერად არც მანამდე ჩასულა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების მანძილზე უკრაინა ომის აშკარა საფრთხის წინაშე იყო. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]