weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პუტინმა უკრაინელ სამხედროებს მოუწოდა ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღონ

19:23 პარასკევი, 25 თებერვალი 2022

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩაატარა, სადაც განაცხადა, რომ რუს სამხედროებთან შეტაკებებში ძირითადად მონაწილეობენ არა უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარული ნაწილები, არამედ „ნაციონალისტური ფორმირებები“.

„კიდევ ერთხელ მივმართავ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს: არ მისცეთ უფლება ნეონაცისტებს და ბანდეროვცებს გამოიყენონ თქვენი შვილები, თქვენი ცოლები და მოხუცები ცოცხალ ფარად.

აიღეთ ძალაუფლება თქვენს ხელში! როგორც ჩანს, თქვენთან უფრო ადვილი იქნება შეთანხმება, ვიდრე ამ ნარკომანთა და ნეონაცისტების ბანდასთან, რომელიც ჩაჯდა კიევში და მთელი უკრაინელი ხალხი მძევლად აიყვანა“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა რუსი სამხედროები შეაქო და თქვა, რომ ისინი „გმირულად ასრულებენ სამხედრო ვალდებულებას“ და „წარმატებით წყვეტენ უმნიშვნელოვანეს ამოცანას ერის და მამულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. 

პუტინის გადაწყვეტილებით, 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დაიწყო „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომლის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთი ბოლო თვეები ემზადებოდა, რისთვისაც, აშშ-ის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან სამხედრო შეიარაღება და 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. რუსეთის ხელისუფლება მეზობელ სახელმწიფოზე თავდასხმის განზრახვას უარყოფდა და აცხადებდა, რომ წვრთნებს ატარებდა. უკრაინაში შეჭრამდე პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]