weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

უნდა გავაძლიეროთ მოლდოვისა და საქართველოს მიმართ მხარდაჭერა – ბორელი

01:42 შაბათი, 26 თებერვალი 2022

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საჭიროა საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერა გააძლიეროს.

ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„არსებობს საფრთხე და რისკი იმისა, რომ რუსეთის მეზობელი სხვა ქვეყნები დაზარალდნენ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა მოლდოვისა და საქართველოს მიმართ. მე ვუყურებ დასავლეთ ბალკანეთს, რადგან ჩვენ ვიხილავთ პროვოკაციებს, განსაკუთრებით ბოსნია და ჰერცეგოვინაში. ამ ქვეყნის სტაბილურობის მხარდასაჭერად გადავწყვიტე ოპერაცია Althea-ს სარეზერვო ძალების მობილიზება, რაც გულისხმობს ამ მისიის დამატებით 500 ჯარისკაცის ადგილზე განთავსებას უახლოეს დღეებში“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

25 თებერვალს, ევროკავშირის 25 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინაში ომის დაწყების გამო, ევროკავშირის სანქციების სიაში შეიყვანს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]