weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე გადააყენა

10:33 შაბათი, 26 თებერვალი 2022

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ე.წ. თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასეევი და მისი მოადგილე პირად შემადგენლობასთან მუშაობის საკითხებში ახსარ გასიევი.

პრესსამსხურის ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შექმნილი არასტაბილური საერთაშორისო ვითარება და თქვა, რომ თავს მშვიდად არ გრძნობენ.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველოსთან დაკავშირებული ვითარება, არ იწვევს განსაკუთრებულ სიმშვიდეს. ვაკვირდებით გარკევულ გადაადგილებებს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ არა საზღვრებთან ახლოს, მაშინ შორს, მაგრამ ეს ვერ გვამშვიდებს. დღეს თავდაცვის მინისტრს ჯარისთვის არ სცალია, არც საბრძოლო მომზადებისთვის. ეს ჩანს მის ქმედებებში, უფრო მეტად უმოქმედობაში. ამიტომ, გადავწყვიტე თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასეევი თანამდებობიდან გადამეყენებინა.

ამასთან, პირად შემადგენლობასთან საგანმანათლებლო და პატრიოტული სამუშაოები არ მიმდინარეობს, ამიტომ გადაწყდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის გადაყენება“,განაცხადა ბიბილოვმა.

ე.წ. პრეზიდენტმა „თავდაცვის მინისტრის“ მოვალეობის შესრულება ვიქტორ ფედოროვს დააკისრა, რომელის აქამდე ე.წ. შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი და თავდაცვის მოადგილე იყო. 

„მოვითხოვ, საფუძვლიანად შეისწავლოთ ჯარების მდგომარეობა და მოხსენოთ“, – უთხრა ბიბილოვმა ფედოროვს.

როგორც ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, დღეს შეამოწმებს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიას, მივა დანაყოფებში ნახავს იმ ქვედანაყოფებს, რომლებიც ყაზარმულ მდგომარეობაში არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]