weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სამარცხვინოდ, მაშინ, როცა უკრაინაში ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ – ღარიბაშვილი

13:09 ორშაბათი, 28 თებერვალი 2022
ფოტოზე - ნიკოლოზ რაჭველი და ნინო ქათამაძე ფოტოზე - ნიკოლოზ რაჭველი და ნინო ქათამაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისში უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ კონცერტს გამოეხმაურა და მას „სამარცხვინო“ უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„ბუნებრივია, სოლიდარულნი ვართ და ძალიან დიდი გულისტკივილით ვუყუებთ იმას, რაც ხდება უკრაინაში. ხალხი იღუპება და იბომბება მთელი უკრაინა, კიევი. სამწუხაროდ, სამაცხვინოდ, უნდა ითქვას – მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ მართავენ კონცერტებს და ჟრიამული აქვთ ატეხილი.

ეს მაგონებს 2008ბ წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, რუსთაველზე რომ გამოიყვანეს ხალხი და „მიშა, მიშა აძახებინეს“ და წაგებული, განადგურებული ქვეყანა გამოაცხადეს გამარჯვებულად. დღესაც ძალიან ბევრი ჩვენი გულანთებული ქართველის, პატრიოტის ამ კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშობენ და მანიპულირებენ.

ყველაფერში, ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ხედავენ. დარწმუნებული ვარ ძალიან განიცდიან, რომ დღეს აქ ომი არ არის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

26 თებერვალს, პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქციის შემდეგ, თავისუფლების მოედანზე კონცერტი „ხმა საქართველოდან“ გაიმართა. „სოლიდარობის კონცერტის“ ინიციატოები მომღერალი ნინო ქათამაძე და სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი იყვნენ. 

საზოგადოების ნაწილის კრიტიკის შემდეგ ნიკოლოზ რაჭველმა Faceook-ზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, უსაზღვროდ განიცდის, რომ მუსიკალური აქცია განსჯის საგანი გახდა.

„შეიძლება, მართლა არ იყო ამის დრო მაშინ, როდესაც ტრაგედიამ ყველაზე მძაფრ ეტაპს მიაღწია. ვინც თვლის, რომ შეგვეშალა, უმორჩილესად გთხოვთ გვაპატიოთ, ვინც თვლით რომ ჩვენი გულწრფელი მუზიცირება შესაბამისობაში მოდის თანადგომის გამოხატვასთან მადლობას გიხდით, რომ ჩვენს განცდას პატივი ეცით. მთავარია ახლა უკრაინამ გაძლოს და მთელმა პლანეტამ დაამარცხოს ეს სატანა ვლადიმერ პუტინი და მისი რეჟიმი“, – წერდა ნიკოლოზ რაჭველი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]