weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია იწყება

15:57 ორშაბათი, 28 თებერვალი 2022

კახეთის რეგიონის ქალაქებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქთან მრავალწლიანი მეგობრული, მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. მნიშვნელოვანია ჩვენთვის მეგობარი უკრაინა და უკრაინის თითოეული მოქალაქე.

რეგიონის რვავე თვითმმართველი ერთეული გამოყოფს ფინანსურ რესურსს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით.

ხვალიდან, 1 მარტიდან, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში აქტიურად დაიწყება ჰუმანიტარული აქცია. კახეთში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და დახმარების გასაღებად ნებისმიერ მსურველს შეუძლიათ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სხვადასხვა ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება.

კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობებში ხვალიდან სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოხდება მოქალაქეთა მიღება და მათ მიერ უკრაინისთვის გასაგზავნი ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინაში.

ერთიანობით, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]