weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

მინდა ყველას ახსოვდეს, რომ საქართველო, როგორც უკრაინა, ევროპის ნაწილი იქნება – პრეზიდენტი

01:01 სამშაბათი, 01 მარტი 2022

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზიდან, სადაც ის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა, მიმართვა გაავრცელა. მისი განცხადებით, საქართველოსგან არავინ ელოდება ისეთ ზომებს, რომელიც ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს, მაგრამ მისგან ყველა ელოდება უკრაინისადმი სოლიდარობას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს იხსენება ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მომავალი.

„საქართველოს ღირსება ყოველთვის იყო ისტორიულად და დღესაც, რომ ჩვენ ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვიყავით და ვიდექით, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო. ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას – თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და მე ამისთვის ჩამოვედი აქ, დღეს პარიზში, ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ, იმ დროს, როცა ევროპა ერთიანია. ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ.

დღეს იხსენება ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მომავალი.

ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და მინდა ყველას ახსოვდეს, რომ საქართველო, როგორც უკრაინა არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი, იმ ევროპის, რომელმაც აჩვენა თავისი ღირსება, ერთიანობით, აქტიური მხარდაჭერით უკრაინის მიმართ.

ჩვენ ყველანი ვართ მადლიერები უკრაინის, რომელიც ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად იყო თავისი პრინციპების ერთგული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსული აგრესია ყველას საზრუნავია, ევროპის ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანია და ეს მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაზეც უნდა გავრცელდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]