weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გამიშვან ჩემს მთავარსარდალთან მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილას – სააკაშვილი

13:24 სამშაბათი, 01 მარტი 2022

„მე მოვუწოდებ იმ კაცს, ვინც ამას წყვეტს, გამიშვან ჩემს მეგობართან და ჩემს მთავარსარდალთან, ზელენსკისთან მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილას – კიევში. ჩვენ გვაქვს შეთანხმება პოლონეთის ხელმძღვანელობასთან, რომ ისინი უზრუნველმყოფენ ყველანაირი ტრანსპორტით“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ამ დღეებში კიევისა და საქართველოს ბედი წყდება. 

„კიევი არის საქართველოს კონსტანტინოპოლი, გარდა იმისა, რომ არის ჩემი სახლი. ამ ჯარებმა რომც აიღონ კიევის ნაწილი, შეუძლებელია მათ შეძლონ მთლიანად დედაქალაქის და ქვეყნის გაკონტროლება. პუტინი უკვე დამარცხებულია, იმიტომ, რომ ასეთი წინააღმდეგობა… 2008 წელში ჩვენ მაგრად დავდექით. ახლა ხომ ნახეთ რა მაგრად დავმდგარვართ.

ნუ დავიყრით თავზე ნაცარს, გვაქვს საფუძველი ვიამაყოთ. 2008-ში ჩვენმა წინააღმდეგობამ შექნა უკრაინელების წინააღმდეგობა დღეს. ასე რომ, გაუმარჯოს საქართველოს!

ახლა მთავარია, გადარჩეს უკრაინა და შემდეგ, ერთადერთი გზა არის მასობრივი მობილიზაცია, ხელისუფლების ცვლა საქართველოში ისე, რომ იყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობა, როგორც უნდა იყოს საფრთხის პერიოდში დღევანდელ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად თუ მათ გარეშე. ამას ალტერნატივა არ აქვს. უნდა მოვემზადოთ საყოველთაო მობილიზაციისთვის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მუდმივ კონტაქტზეა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]