weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს: „დღეს თქვენ წარმოადგენთ საქართველოს ღირსებას“

23:43 პარასკევი, 04 მარტი 2022

თბილისში, პარლამენტის წინ, უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ ათასობით მოქალაქეს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, დღეს დგას იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს – პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის გვერდში.

„ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება და ჩვენი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, იქ ვიქნებით და მინდა, აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს წარმოადგენთ საქართველოს ღირსებას. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მანამდე, თბილისსა და ევროპის კიდევ ექვს ქალაქში შეკრებილ ადამიანებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ მიმართა. მან თბილისში, ფრანკფურტში, პრაღაში, ბრატისლავაში, ლიონში, პარიზსა და ვილნიუსში შეკრებილებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეს ისინიც უკრაინელები არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]