weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

პრემიერის თქმით, მოსახლეობა მშვიდად უნდა იყოს, რადგან არავითარი საფრთხე არ ემუქრება

12:38 ორშაბათი, 07 მარტი 2022

მიუხედავად გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობა მშვიდად უნდა იყოს, რადგან საქართველოს „არავითარი საშიშროება და საფრთხე არ ემუქრება“.

„ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და თქვა, რომ ის, რაც იქ ხდება, კატეგორიულად მიუღებელია. ღარიბაშვილმა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას აცნობა, რომ იანვარში ქვეყანას 18%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რაც, პრემიერის თქმით, რეგიონსა და ევროპაში უპრეცედენტოა. 

„ექსპორტი არის 47%-ით გაზრდილი, ტურიზმი – ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, ამიტომ ეს ტემპი, ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ შენელდეს, პირიქით, უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ. აქტიურად უნდა დავიწყოთ ის პროექტები და პროგრამები, რომელიც დავაანონსეთ, ესაა დასაქმების პროგრამა, ესაა ეკონომიკის ასე ვთქვათ, ამაჩქარებლების წამახალისებელი პროექტების დაწყება და ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებულები, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ. რეგიონში გამოწვევები დიდია, მაგრამ ჩვენ ისე უნდა გადავეწყოთ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ წელს საქართველომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი უნდა შეინარჩუნოს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]