weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიცია რიჟვაძის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას აპირებს 

14:44 ხუთშაბათი, 10 მარტი 2022
ფოტოზე - თორნიკე რიჟვაძე ფოტოზე - თორნიკე რიჟვაძე

უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის პოზიციის გამო, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას აპირებს. 

როგორც „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, თორნიკე რიჟვაძის განცხადებები ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.


„ჟურნალისტის კითხვაზე – ვინ დაიწყო ომი უკრინაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრს პასუხი არ ჰქონდა. ვერ გაბედა ეთქვა, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და რუსეთის აგრესორია“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ. 

მან „ქართული ოცნების“ დეპუტატებსაც მოუწოდა, თუ რიჟვაძის პოზიციას ემიჯნებიან, მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების ინიციატივას მხარი დაუჭირონ. 

 ფოტოზე - ოპოზიციონერი დეპუტატები გიორგი კირთაძე და ლევან ანთაძე

„ლელოს“ წევრისა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი კუპრაძის თქმით, პარალელურად, აჭარაში შეიქმნება პეტიცია, რომელიც თორნიკე რიჟვაძის „გადაყენების პროცესს გააძლიერებს“.

„ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული ხელისუფალი, დღემდე, 2008 წლის ომში ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას; რუსეთ-უკრაინის ომში ირჩევს სიჩუმეს და ამ სიჩუმით ადანაშაულებს უკრაინას. ეს პოლიტიკური დანაშაულია, რომელზეც პასუხის გება მოუწევს გადადგომით და საკუთარი რეპუტაციით. ამ პროცეში ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართული“, – აღნიშნა კუპრაძემ.

7 მარტს, თორნიკე რიჟვაძეს ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, ომი უკრაინამ დაიწყო თუ რუსეთმა, რაზეც მან უპასუხა, რომ ამ საკითხზე „დარგის ექსპერტებს“ უნდა მიმართონ. მოგვიანებით რიჟვაძემ განაცხადა, რომ „ე.წ. ჟურნალისტის რიტორიკულ-პროვოკაციულ კითხვაზე“ შესაბამისი პასუხი ჰქონდა. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს აქვს. უნდობლობის გამოცხადება აჭარის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეატას იწვევს. 

უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია, საიდანაც 6 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, ერთი კი დამოუკიდებელი დეპუტატია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]