weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

23:30 ხუთშაბათი, 10 მარტი 2022

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილმა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ე.წ. ბრძანებას ხელი ლეონიდ პესეჩნიკმა მოაწერა.

„აფხაზეთის რესპუბლიკა აღიარებულ იქნას სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“, – წერია ბრძანებაში.

ლეონდ პესეჩნიკმა დაამატა, რომ „დიდი ხანია აფხაზეთთან ძლიერი მეგობრული კავშირები“ აქვთ.

„აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ისევე როგორც დონბასელებმა, იციან, რა ძნელია დამპყრობლებისგან სამშობლოს დაცვა.

რესპუბლიკისთვის რთულ, დაძაბულ დროს, აფხაზეთი, რუსეთის შემდეგ ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ჩვენი სახელმწიფოს მცხოვრებთა თავისუფლებისკენ სწრაფვას, აღიარა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა პასეჩნიკმა.

დე ფაქტო რესპუბლიკებს შორის „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე მოლაპარაკებების გამართვა იგეგმება.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის – დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა 22 თებერვალს აღიარა, 24 თებერვალს კი უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]