ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პოლიტიკური ოპონენტები ომში ქვეყნის ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა.
„ღმერთმა არ ქნას, რაღაც მოხდეს, ისევ ქალებისა და ნამდვილი ვაჟკაცი კაცების დასაცავი გახდება ეს ქვეყანა, რომლებიც დატოვეს მაშინ ბრძოლის ველზე. ეს არის, რაც არ უნდა ღიმილითა და ქილიკით ვისაუბროთ, ტრაგედია და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ჩაბარდება წარსულს, იმიტომ რომ პარტია, რომელიც ხდება უკვე ომის პარტია, რომლისთვისაც სულ ერთია ჩვენი შვილები დაიხოცებიან-არ დაიხოცებიან, იტირებენ-არ იტირებენ, ჩვენი მოხუცები ჩაიხოცები, ჯარისკაცები იქნებიან თუ არა ცოცხლები, რა თქმა უნდა, მათ მომავალი არ აქვთ. ამას მომავალ არჩევნებზე მათ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ. თუმცა, მე სულ ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა 2024 წელს ხელისუფლება შეცვლილიყო, მაგრამ ახლა, ამათი შემყურე, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.
2024 წელს საქართველოში პარლამენტის არჩევნები უნდა გაიმართოს.