weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსეთი ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინაში დაახლოებით 16 000 „მოხალისის“ ჩაყვანას აპირებს

14:42 პარასკევი, 11 მარტი 2022

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგომ უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან დაახლოებით 16 000-მა მოხალისემ უკრაინაში „განმათავისუფლებელ მოძრაობაში“ მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

„უამრავ განაცხადს ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნიდან მოხალისეებისგან, რომლებსაც სურთ ჩავიდნენ ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში, რათა მიიღონ მონაწილეობა განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ყველაზე დიდი რიცხვი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაა: უკვე 16 000-ზე მეტი განაცხადია. რა თქმა უნდა, მართებულად მიგვაჩნია, რომ დადებითად ვუპასუხოთ თხოვნებს“, – განაცხადა შოიგუმ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, მოხალისეების სურვილი მონაწილეობა მიიღონ ე.წ. განმათავისუფლებელ მოძრაობაში ფულით არ არის განპირობებული.

გარდა ამისა, შოიგუმ აღნიშნა, რომ ამ მოხალისეების დიდი ნაწილი, ბოლო 10 წლის განმავლობაში ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდა.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას დათანხმდა და სერგეი შოიგუს დაავალა, „საბრძოლო მოქმედებების ზონამდე“ მისვლაში დახმარება გაუწიოს. პუტინის თქმით, „დასავლელი სპონსორები“ არ მალავენ, რომ კონფლიქტში მონაწილეობისთვის „დაქირავებულ მებრძოლებს“ აგროვებენ და ამას, როგორც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, „საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფით“ აკეთებენ.

ერთი კვირის წინ, დასავლური მედია, თავის წყაროებზე დაყრდნობით უკვე წერდა, რომ რუსეთი უკრაინაში გასაგზავნად სირიელ დაქირავებულ მებრძოლებს ამზადებდა. მედიის ინფორმაციით, საუბარია ქალაქის პირობებში ბრძოლის გამოცდილების მქონე ადამიანებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]