weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როგორც ომის პროპაგანდაა დანაშაული, ისევეა ქვეყნის სისუსტის პროპაგანდა – უსუფაშვილი

16:29 ორშაბათი, 14 მარტი 2022

პარტია „ლელოს“ წევრის, პარლამენტარ დავით უსუფაშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე აუცილებელია სახელმწიფოს პოლიტიკურ-სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნისთვის მოსალოდნელი საფრთხეების არიდებას.

დღეს, პარლამენტში გამოსვლისას უსუფაშვილმა თქვა, რომ საქართველომ არ უნდა დაუშვას ომში ჩართვა.

„საქართველომ თავიდან უნდა აიცილოს ომი. ამავდროულად საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მზად იყოს თავდასხმის მოგერიებისთვის, ქვეყნის დაცვისთვის, იმისთვის, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, იმისთვის, რისთვისაც შეიარაღებული ძალები გვყავს.

როგორც ომის პროპაგანდაა დაუშვებელი დანაშაული, ისევე ქვეყნის სისუსტის პროპაგანდაა დაუშვებელი დანაშაული.

ქვეყნის სისუსტის პროპაგანდაა ყოველი ფრაზა, როდესაც ვინმე ლაპარაკობს იმაზე, რომ მტერი ძლიერია, ტანკი ახლოს ჰყავს, იმას იმდენი ჯარისკაცი ჰყავს, ჩვენ ამდენი და ა.შ.. ეს დაუშვებელია.

თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, მორალური კლიმატის აწევა აუცილებელი წინაპირობაა. არ დაგვესხმება ვინმე თავს? არ დაგვსხმია? კიდევ რა მოუვა თავში ვიღაცას. ამ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ მტკიცე და მტერმა უნდა იცოდეს, რომ მას სათანადოდ დავხვდებით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ეს არ არის ომის რიტორიკა, არამედ თავდაცვის პოლიტიკაა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო უფრო მჭიდოროდ უნდა იყოს დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელმაც „გვიან, მაგრამ მაინც გაიღვიძა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]