weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კაჩინსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში NATO-ს სამშვიდობო მისია უნდა გაიგზავნოს

13:19 ოთხშაბათი, 16 მარტი 2022

პოლონეთის ვიცე-პრემიერი და მმართველი პარტიის „კანონი და სამართლისნობის“ ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი უკრაინაში NATO-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნის მოწოდებით გამოვიდა.

ამის შესახებ კაჩინსკიმ კიეევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია გვყავდეს NATO-ს სამშვიდობო მისია, შესაძლოა უფრო ფართო საერთაშორისო სტრუქტურა - მაგრამ მისია, რომელსაც შეუძლია დაიცვას თავი უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედების დროს“, – განაცხადა კაჩნსკიმ.

მისივე თქმით, ეს იქნება მისია, რომელიც მშვიდობისა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის იმუშავებს, მაგრამ ამავე დროს მას დაიცავს შესაბამისი შეიარაღებული ძალები.

იაროსლავ კაჩინსკი და პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები 15 მარტს კიევში ჩავიდნენ და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. ზელენსკიმ მათ მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუს მორავიცკიმ განაცხადა, ევროპას უნდა ესმოდეს, რომ ის აღარასდროს იქნება იგივე, თუ უკრაინა დამარცხდება: „ის აღარ იქნება ევროპა. ეს იქნება საკუთარი თავის დამარცხებული, დამცირებული და პათეტიკური ვერსია. მე მინდა ძლიერი და მტკიცე ევროპა“, – დაწერა მორავიცკიმ Twitter-ზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]