weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ივანიშვილი აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს – ნათელაშვილი

13:59 ოთხშაბათი, 16 მარტი 2022

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე.

ნათელაშვილი ირწმუნება, რომ კონსულტაციები ბოლო თვეებში განსაკუთრებით გააქტიურდა.

„დღეს, როდესაც რუსეთის აგრესიამ უკრაინაში მთელი მსოფლიო დააყენა მესამე მსოფლიო ომის ზღვართან, საქართველოს დიქტატორი მმართველი ივანიშვილი ცდილობს ისარგებლოს მომენტით, ჩაიდინოს მორიგი ეროვნულ-ისტორიული ღალატი, რის შემდეგაც აღარ უნდა დარჩეს ქართული სახელმწიფო. უკვე კაი ხანია, პერმანენტულ რეჟიმში, კრემლთან აწარმოებს კონსულტაცია-მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდბელ სახელმწიფოებად აღიარებაზე... ფსიქოლოგიურად ამზადებენ პირობებს იმისთვის, რომ, ვითომ რუსეთთან ომის თავიდან აცილების მიზნით, აღიარებული იქნას აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა, თითქოს ამით გადარჩება ქართული სახელმწიფო“, – განაცხადა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია საჯაროდ დაგმოს.

„და უკრაინაში დაზარალებულ ბავშვებს თავისი მილიარდებიდან თანხა გადაურიცხოს, რაც იმის დასტური იქნება, რომ ეს ჭორებია და არა რეალობა“, – თქვა ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტების“ ლიდერმა მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას, რომელმაც რუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა, „არ გამორჩეთ მთავარი დამნაშავე რუს ოლიგარქებში“.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შესახებ 2021 წლის იანვარში განაცხადა. მას შემდეგ მას მედიასთან კომენტარი აღარ გაუკეთებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]