weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2008 წელს უსაფრთხოება გარანტირებული იყო, ახლა კიევი საბრძოლო მოქმედების ზონაა – ქადაგიშვილი

14:50 ოთხშაბათი, 16 მარტი 2022

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში, როდესაც თბილისში ხუთი ქვეყნის ლიდერები ჩამოვიდნენ, ცეცხლი შეწყვეტილი იყო. ეს კომენტარი ქადაგიშვილმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კიევში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.

პარლამენტის დეპუტატი ამბობს, რომ ახლა კიევში ცეცხლი შეწყვეტილი არ არის, სამხედრო მოქმედებების ადგილზე ვიზიტს კი უსაფრთხოების ნორმების დაცვა სჭირდება.

„უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოცხადებული გვაქვს. ეს სოლიდარობა ევროსაბჭოში დამტკიცდა, როდესაც საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვას მხარი დაუჭირა.

კონკრეტულად კიევში რა ვითარება იქნება და იქ ჩასვლა შესაძლებელია თუ არა, ეს ალბათ ცალკე განხილვის საგანი იქნება.

პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხს დავაყენებდი, რადგან როცა 2008 წელს პრეზიდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ, მაშინ ცეცხლი შეწყვეტილი და უსაფრთხოების ზომები გარანტირებული იყო. ახლა კიევში ცეცხლის შეწყვეტას ადგილი არ აქვს, სამშვიდობო კორიდორის გახსნა ლოკალურად ხდება, კიევი საბრძოლო მოქმედების ზონაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გუშინ, 15 მარტს, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის მეგობრები კიევში მიიწვია.

„მე ვიწვევ უკრაინის ყველა მეგობარს ეწვიონ კიევს. აქ შეიძლება სახიფათო იყოს, რადგან ჩვენი ცა ჯერ არ არის დაკეტილი რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის, მაგრამ თქვენ ნამდვილად იცით, რომ მსოფლიოში ყველას მზერა ახლა სწორედ ჩვენი დედაქალაქისკენ, უკრაინელებისკენ არის მომართული. ყველა, ვინც ჩვენთანაა, მიიღებს მადლიერებას. არა მარტო ჩვენგან, არამედ მსოფლიოს სხვა ხალხებისგანაც. ყველას, ვინც ჩვენთანაა, აქვს შანსი გახდეს ნამდვილი გმირი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

2008 წლის 12 აგვისტოს, თბილისში უკრაინის, ესტონეთის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდნენ საქართველოს მიმართ სოლიდარობის გამოცხადებისა და დედაქალაზე რუსეთის შეტევის შანსის შემცირების მიზნით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]