weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნატო-საქართველოს სწავლება სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგაა მიმართული – გასიევი

15:34 ოთხშაბათი, 16 მარტი 2022

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის პირველი ვიცი-სპიკერი პეტრე გასიევი 20-25 მარტს დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მათ საზღვრებთან“ ნებისმიერი სწავლება „პირველ რიგში მათ წინააღმდეგ არის მიმართული“.

გასიევის თქმით, „დაძაბულობას არ ამცირებს“ ის ფაქტი, რომ კომპიუტერიული სწავლება უნდა ჩატარდეს.

„ბოლო დროს ყველა სტრატეგიული ოპერაცია ზუსტად კომპიუტერული სიმულატორებისა და პროგრამების საშუალებით იგეგმება. ეს აბსოლუტურად არ ამცირებს დაძაბულობას.

რა თქმა უნდა, თუ ეს სწავლება ცოცხლად რომ ტარდებოდეს, კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევდა რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში, იმის გათვალისწინებით, რაც ზოგადად ხდება.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს სწავლებები არის კომპიუტერული დამუშავება იმისა, რაც შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას სინამდვილეში. ნებისმიერი წვრთნები ჩვენს საზღვრებთან არის მიმართული, პირველ რიგში, ჩვენს წინააღმდეგ“, – განაცხადა გასიევმა რუსულ გამოცემა Sputnik-თან ინტერვიუში.

20-25 მარტს, საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებას უმასპინძლებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს სწავლება არის სამეთაურო საშტაბო, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს და არ არის საველე. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 23 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]