weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მელიტოპოლის გატაცებული მერი სპეცოპერაციის შედეგად ტყვეობიდან თავისუფალია

22:59 ოთხშაბათი, 16 მარტი 2022

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი, რომელიც რუსმა სამხედროებმა 11 მარტს გაიტაცეს, სპეცოოპერაციის შედეგად ტყვეობიდან გათავისუფლებულია. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მას ტელეფონით ესაუბრა.

ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში მერის გატაცების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავდა ივან ფიოდოროვის გათავისუფლების მოთხოვნით.

„ჩვენ ვიცით, რომ ის ცოცხალია. დღეს 2 ათასი ადამიანი გამოვიდა მელიტოპოლის ქუჩებში, რომელიც დროებით ოკუპირებულია. ოკუპანტები მერს აწამებენ. უნდათ, ათქმევინონ, რომ რუსული ჯარის დანახვით კმაყოფილია. მათ ვიდეოს გადაღება სურთ. ასეთი ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, ეს ტერორისტული აქტია“, - განაცხადა მერის გატაცების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა.

ფიოდოროვის ნაცვლად ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერად ქალაქის საკრებულოს ყოფილი წევრი გალინა დალინჩენკო დანიშნეს. მან თავის სატელევიზიო განცხადებაში თქვა, ქალაქში სახალხო დეპუტატთა კომიტეტი იქმნება, რომელიც მელიტოპოლს უხელმძღვანელებს. დალინჩენკომ მელიტოპოლში რუსული ტელეარხების მაუწყებლობა აღადგინა.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გალინა დანილჩენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მელიტოპოლის თვითგამოცხადებულ მერს ბრალი სახელმწიფო ღალატში ედება.

მელიტოპოლი არის ქალაქი სამხრეთ უკრაინაში, რომელიც რუს სამხედროებს ალყაში აქვთ მოქცეული ქალაქ მარიუპოლსა და ხერსონს შორის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]