weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გაემგზავრნენ

12:24 ოთხშაბათი, 23 მარტი 2022
ინალ არძინბა და ასლან ბჟანია ინალ არძინბა და ასლან ბჟანია

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ბჟანია შეხვედრებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობაში. 

ასევე მოსკოვში იმყოფება აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, რომელმაც რუსეთის დუმაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთ-რუსეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების თემაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, განიხილეს მდინარე ფსოუს გასწვრივ აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული რეჟიმით გადაკვეთის და სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის ამუშავების საკითხები.

„მთავარი საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, იყო აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შექმნილ საერთაშორისო ვითარებასთან დაკავშირებით დღეს განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მოქალაქეებს საზღვრის მშვიდად და უფრო აქტიურ რეჟიმში გადაკვეთა შეეძლოთ.

გარდა ამისა, განიხილებოდა აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხი, რაშიც დახმარებას ვითხოვდით“, – აღნიშნა არძინბამ.

მისივე თქმით, მიღებულია ადაწყვეტილება, შეიქმნას კომისია, რომელიც აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს განიხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]