weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კარასინის თქმით, სანქციებზე საქართველოს პოზიცია რუსეთში შეუმჩნეველი არ დარჩებათ

12:33 პარასკევი, 25 მარტი 2022

მოსკოვში, „გორჩაკოვის ფონდისა“ და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინიც დაესწრო.

რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაში „ქართველმა პოლიტოლოგებმა“ და დიასპორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. იქვე იყო დიმიტრი ლორთქიფანიძე – პრიმაკოვის ცენტრის დირექტორი.

რუსეთის ფედერალური საბჭოს ცნობით, შეხვედრის მონაწილეები „დონბასში რუსეთის მიერ დაწყებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციასაც“ შეეხნენ, რა დროსაც „გრიგორი კარასინმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით დასავლეთის ანტირუსულ სანქციებზე საქართველოს რეაქცია დაახასიათა როგორც აწონილ-დაწონილი და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩება“.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „გორჩაკოვის ფონდმაც“. როგორც ისინი წერენ, კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს „ტრადიციულ მეგობრებად“ მიიჩნევს და მათთან არსებული ურთიერთობები ურთიერთდახმარებით ხასიათდება.

„რუსეთის მიდგომაა, რომ ყველაფერს მშვიდად შეხვდეს. სასანქციო რეჟიმები „ავარჯიშებენ“ რუსეთის სახელმწიფოს. ის, ვინც პატიოსნად გვეპყრობა და არ მალავს ნამდვილ განზრახვებს, მეგობრად რჩება. უკრაინაში სახელმწიფოებრიობა არ არ შედგა. ჩვენთვის მიუღებელია, რომ ეს ქვეყანა NATO-ს წევრი გახდეს“, – განაცხადა კარასინმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატი, რომელიც ახლა გაყინულია, აღდგება.

„თუ გვინდა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებემა ძირითად დაკითხებზე შედეგები მოიტანოს, უკიდურესი პოზიციები უნდა მოიხსნას. ნებისმიერ დიპლომატიურ პრაქტიკაში ყველაზე ცუდი სტრატეგიაა საბოლოო, უკომპრომისო მიზნის თავში დაყენება. უთანხმოების დასარეგულირებლად ნაბიჯნაბიჯ სვლაა საჭირო“, – აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

შეხვედრის მონაწილეებმა გრიგორი კარასინთან ცალკე განიხილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობა, ასევე ახალ რეალობაში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]