weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინას უნდა ეღირსოს თავისი ეკლესიის ავტოკეფალია – ზურაბიშვილი

17:49 პარასკევი, 25 მარტი 2022

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია უნდა „ეღირსოს“. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს, 25 მარტს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სარწმუნოებისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის. რომ არა ავტოკეფალიის აღდგენა, ალბათ არც დამოუკიდებლობის აღდგენა იქნებოდა და დღეს არ ვიქნებოდით როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო.

არ შეიძლება, რომ დღეს არ გავიხსენო ის, რაც უკრაიანში ხდება, სადაც რეალურად იბადება ძლიერი თავისუფალი უკრაინული ერი.

ალბათ, მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალია, რამეთუ რუსეთმა დაკარგა ყველა მორალური უფლება, რომ იყოს ერთმორწმუნე რომელიმე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიისა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან.

2018 წლის 15 დეკემბერს, კიევში, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიათა გამაერთინებელი კრება გაიმართა, რომელმაც უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო და მის წინამძღვრად მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩია. მანამდე უკრაინაში რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესია მოქმედებდა: მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და ასევე, უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია.

ახალშექმნილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია შევიდნენ. მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია გამაერთიანებელი კრების გადაწყვეტილებას არ აღიარებს.

2019 წლის იანვარში, სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის ბოძების ტომოსი გადასცა. ამის შემდეგ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია კვიპროსის და ალექსანდრიის ეკლესიებმაც აღიარეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]