weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ალტ-ინფოს პარტია მე-5 კოლონაა, რატომ არ ვიძიებთ შავი ფულის წარმომავლობას – აქუბარდია

16:06 სამშაბათი, 29 მარტი 2022

საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა, თეონა აქუბარდიამ, ხელისუფლებას მოუწოდა „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის - „კონსერვატიული მოძრაობის“ დაფინანსების წყაროები გამოიძიოს.

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აქუბარდიამ განაცხადა, უკრაინაში გამოძიება მიმდინარეობს იმასთან მიმართებაში, რომ რუსეთი უკრაინაში „მეხუთე კოლონის“ გასაძლიერებლად „დიდძალ ფულს“ ხარჯავდა.

„მინდა გაგახსენთ ის, რაც რეგიონებში ხდება ბოლო ორი კვირის მანძილზე: ე.წ. კონერვატიული მოძრაობა, რომელიც ომის პროპაგანდით არის ცნობილი – და შეგახსენებთ, რომ კანონი გვაქვს და თქვენ თვალს ხუჭავთ - ომის პროპაგანდა დაუშვებელია – ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს პოლიტიკურ ძალას უწოდებს, თორემ „მეხუთე კოლონაა“ ღიად, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეწევა როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური შუღლის გაღვივებას. ამის არაერთი ფაქტი არსებობს უკვე მოძიებული და დადებული.

როდესაც უკრაიანში რუსეთი ამზადებდა „მეხუთე კოლონას“ და ამაზე დიდძალ შავ ფულს ხარჯავდა, გეკითხებით, თუ ჩვენ მართლა პატრიოტები ვართ და არა ურა პატრიოტები, სად არის სახელმწიფო მაშინ, როდესაც ეს ღიად პრორუსული ძალა, რომელიც ომის პროპაგანდას, ეთნიკური და რელიგიური შუღლის ჩაგდებას ახდენს, ხსნის ოფისებს?

ამ ვითარებაში სად ვართ ჩვენ, დეპუტატები, რომლებსაც გვინდა, რომ პატრიოტები გვერქვას და სად არის სახელმწიფო? რა ფულით ფინანსდებიან ისინი, როცა ვიცით, რომ ოფიციალური შემოწირულობა არ არის საკმარისი ამ ოფისებისთვის და რატომ არ დგას სახელმწიფო ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე, რატომ არ იძიებს ამ შავი ფულის წარმომავლობას და რატომ არ ზრუნავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

მოგიწოდებთ ვიმუშაოთ ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს აქვს განსაკუთრებით უკრაინაში აგრესიის ფონზე, რეალურ მტერზე ვისაუბროთ და დავარქვათ თავისი სახელი, შიდა მტრობას შევეშვათ, რადგან ეს კიდევ უფრო აძლიერებს რუსეთს და ასუსტებს საქართველოს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

„კონსერვატიული მოძრაობა“, რომლის ლიდერებიც ღიად აცხადებენ, რომ იქნებიან რუსეთის მოკავშირეები, იანვრიდან საქართველოს რეგიონებში ოფისებს ერთმანეთის მიყოლებით ხსნის. პარტიას უკვე 60-ზე მეტი ოფისი აქვს ქალაქების ცენტრებში.

„ალტ-ინფო“ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 2021 წლის 5 ივლისს გამართული ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი იყო. აქციაზე თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, მიაყენეს სხეულის დაზიანებები, დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები. დანაშაულის ორგანიზება 5 ივლისამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო – „ალტ-ინფოს“ წევრები საკუთარი არხიდან მაყურებელს ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოუწოდებდნენ. ისინი პასუხისგებაში არ არიან მიცემული.

 

ამ თემაზე:

როგორ ამართლებს „ალტ-ინფო“ პუტინის მიერ უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს

კომუნიკაციების კომისიამ „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ საჩივარი არ მიიღო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]