weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„დამოუკიდებლობისთვის ძვირი გადავიხადეთ“ – სოხუმში უარყოფენ, რომ რუსეთში შესვლა სურთ

13:58 ხუთშაბათი, 31 მარტი 2022

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ და პარლამენტის თავმჯდომარემ, ვალერი კვარჩიამ განაცხადეს, რომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს.

აფხაზეთში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც, უახლოეს მომავალში, იურიდიული ნაბიჯები გადაიდგმება და „სამხრეთ ოსეთი თავისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის შემადგენლობაში“ იქნება. შამბას თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „სამხრეთ ოსეთმა“ ეს საკითხი დააყენა და ერთი ხალხის გაერთიანების სურვილში გასაკვირს ვერაფერს ხედავს. რაც შეეხება აფხაზეთის რუსეთთან შეერთების შესაძლებლობას, შამბამ განაცხადა, რომ ასეთი განწყობები არც პოლიტიკურ წრეებში და არც აფხაზეთის საზოგადოებაში არ არსებობს.

„ჯერ ერთი, ჩვენი კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იძლევა ამის საშუალებას და საზოგადოებაში ასეთი განწყობები არ არსებობს.

ჩვენ დიდი ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი, ამიტომ ეს საკითხი ჩვენს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში არ განიხილება“, – განაცხადა შამბამ.

ვალერი კვარჩია ამბობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ „მათი სუვერენული უფლებაა“.

„რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის საკითხი არ დგას. აფხაზეთის კონსტიტუცია ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აბსოლუტურად მკაფიოდ აცხადებს. რუსეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ძვირფასი და ახლობელი სახელმწიფოა, მაგრამ არ გვაქვს განზრახვა შევუერთდეთ რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა ვალერი კვარჩიამ.

რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალში თვითგამოცხადებული რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ცნო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]