weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ბიბილოვი დონბასში გაემგზავრება

10:53 შაბათი, 02 აპრილი 2022

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში გაემგზავრება. ამის შესახებ მისმა პრეს-მდივანმა დინა გასიევამ განაცხადა.

„ანატოლი ილიას ძე დონბასში გაემგზავრება, ამის შესახებ მან ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის დროს თქვა“, – განაცხადა დინა გასიევამ.

ოკუპირებული ცხინვალიდან დონბასში 20 ტონა ჰუმანიტარული დახმარება 1 აპრილს გაგზავნეს. ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა Telegram არხზეც დაწერა, თუმცა იქ არაფერია ნათქვამი დონბასში ვიზიტის გადაწყვეტილების შესახებ.

„20 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გავგზავნეთ დონბასსა და უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. მეგობრობა ტონობით არ იზომება, მაგრამ იმ მოცულობის დახმარება, რომელიც სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებმა შეაგროვეს, მეტყველებს იმაზე, რომ გულით ახლა დონბასის ხალხთან და რუსულ არმიასთან ვართ. ომი ჩვენც გავიარეთ და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრების მხარდაჭერა“, – განაცხადა ბიბილოვმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა. 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი, რასაც რუსეთის ხელისუფლება „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]