weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი გახდა

09:46 კვირა, 03 აპრილი 2022

პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც 2 აპრილს რუსთავსა და გარდაბანში გაიმართა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა გაიმარჯვა.

N12 მაჟორიტარულ ოლქში ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ირაკლი შატაკიშვილმა ხმების 90.612% (34 333 ხმა) მიიღო, მამუკა ტუსკაძემ („მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის“) – 6.952% (2634 ხმა), ხოლო კამალ მურადხანოვმა („საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“) – 2.456% (923 ხმა).

რუსთავსა და გარდაბანში საარჩევნო აქტივობამ 29% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ უბნებზე ხმის მისაცემად სულ 40 559 ამომრჩეველი მივიდა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 139 989 იყო. გარდაბანში უფრო მაღალი აქტივობა (37%) დაფიქსირდა, ვიდრე რუსთავში (26%).

პარლამენტის შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რუსთავი-გარდაბნის“ მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ პარლამენტი დატოვა და რუსთავის მერად იქნა არჩეული.

ირაკლი შატაკიშვილი პროფესიით იურისტია. ვიდრე „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელებდა, ძვირფასი ლითონების მომპოვებელი და გადამამუშავებელი კომპანიის, „რიჩ მეტალს გრუპის“ (RMG) კორპორაციული დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 2020 და 2021 წლებში, პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, მას „ქართული ოცნებისთვის“, ჯამში, 40 ათასი ლარი აქვს შეწირული. გარდა ამისა, ირაკლი შატაკიშვილმა 2018 წელს, 10 ათასი ლარით პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დააფინანსა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]