weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთი კონტრაბანდული იარაღის შეტანას საქართველოს გავლით ცდილობს – უკრაინის დაზვერვა

16:39 ორშაბათი, 04 აპრილი 2022

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი საქართველოს „პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან“ შეთანხმებით არხებს ქმნის, რომელთა მეშვეობითაც სანქცირებული საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების საქონლის, საზღვარზე უკანონოდ შეტანა სურს.

უკრანული მხარის განცხადებით, დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთს სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონლის დიდი ნაწილით მომარაგების საშუალება აღარ აქვს.

„სანქციების გვერდის ავლისთვის რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს აწყობენ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივილან. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წამრმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ“, – აცხადებს უკრანული დაზვერვა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ავიამიმოსვლის განახლების საკითხი განიხილება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, დღეისთვის, რუსეთისთვის სამხედრო დანიშნულების საქონლის მიწოდების კიდევ ერთი არხი აღმოსავლეთ აზიაა: „მისი მეშვეობით ოკუპანტ ქვეყანაში მიდის ტექნიკის, ელექტრონული და ოპტიკური მოწყობილებების სათადარიგო ნაწილები“.

უკრაინის დაზვერვის ბრალდებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყება აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო უმკაცრეს კონტროლს ახორციელებს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო „სრული პასუხისმგებლობით“ აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]