weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

კობერიძე, რომელმაც ღარიბაშვილს „ბიძინას მონა“ დაუძახა, მოსამართლემ გაამართლა

19:25 ორშაბათი, 04 აპრილი 2022

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ სამართალდამრღვევად არ ცნო პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ცოტნე კობერიძე, რომელიც იმის გამო დააკავეს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „ბიძინას მონა“ დაუძახა.

კობერიძეს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმანი ხულიგნობასა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცოტნე კობერიძის თქმით, გუშინ, 3 აპრილს, ბათუმის ცენტრში შემთხვევით შეხვედრილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „ბიძინას მონა“ დაუძახა, რის შემდეგაც მასთან პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, საბუთები შეუმოწმეს და როდესაც ნახეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდა, მისი დაკავება გადაწყვიტეს.

„წამომყევიო. გავყევი. მანქანასთან უკვე მივხვდი, რომ მიჭერდნენ. ინდენტიფიკაცია გვინდაო. ხომ მოგეცით საბუთები, რატომ უნდა დავჯდე მანდ-თქო, ვკითხე. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში პოლიციის ცრუ ჩვენებითაც გიჭერენ, მათ კი სამხრე კამერები არ ქონდათ, ვიფიქრე მე გადავიღებ-თქო. ამაზე გაბრაზდნენ და უცებ მაჯახეს ადმინისტრაციული წესით გაკავებთო და ჩამტენეს. შიგნით 15 წუთი ვიჭიდავეთ, ტელეფონს მართმევდნენ, მონა ვის აკადრეო.

ირაკლი დგებუაძემ თბილისიდან (გადმოყვანილი პოლიციის უფროსი) ნაწყენი ჩანდა,მონის დაძახება როგორ შეიძლებაო. კაცი დღე და მოსწრება, ბატონს ეძახის ბიძინას, უფროსს ხომ არ ეძახის და ბატონს მონები ჰყავს-მეთქი. ეს მმართველობის დრომოჭმული ფორმაა, უზრდელობა არაა. მე ნახევარი თბილისი „გირჩელ პლანაქეშას“ მეძახის და ვინმეს იჭერთ-თქო? არ გვაინტერესებსო. გადამიყვანეს პოლიციაში“, – წერდა კობერიძე Facebook-ზე.

ცოტნე კობერიძე გუშინვე გაათავისუფლეს, სასამართლო კი დღეს გაიმართა. მოსამართლემ კობერიძის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]