weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

წალკის გამგებელმა პრემია-დანამატის სახით 47 686 ლარი აიღო

17:01 ორშაბათი, 11 სექტემბერი 2017

წალკის გამგებელმა ილია საბაძემ ბოლო 3 წლის განმავლობაში 143 086 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო. ხელფასთან ერთად, მან პრემია და დანამატები 18-ჯერ მიიღო, - სულ 47 686 ლარი.

ილია საბაძე წალკის გამგებლის თანამდებობაზე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად იქნა არჩეული. 2013-2014 წლებში იგი იმავე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო.   

წალკის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, გამგებლის ხელფასის ოდენობა განსაზღვრულია თვეში 2 650 ლარით, რაც წელიწადში - 31 800 ლარია. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, ილია საბაძის ანაზღაურება 2014 წელს იყო 50 336 ლარი, 2015 წელს - 47 700 ლარი, 2016 წელს კი 45 050 ლარი

შესაბამისად, წალკის გამგებელმა 3 წლის განმავლობაში ძირითადი ხელფასის სახით მიიღო 95 400 ლარი, ხოლო პრემიისა და დანამატის სახით 47 686 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან პრემია-დანამატი 18-ჯერ აიღო ხელფასის სრული ოდენობით. 

გამგებლის თანამდებობის დაკავებამდე, ილია საბაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში საქმიანობდა. 2011-2012 წლებში ის შს სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ოპერატიულ სამმართველოში ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მანამდე, 12 წლის განმავლობაში ჯერ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, შემდეგ კი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წალკა-თეთრიწყაროს განყოფილების უფროსი იყო. 

გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე წალკის მერობის კანდიდატად კვლავ ილია საბაძის წარდგენას აპირებს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]