weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ, სკოლაში შესვლას შეძლებენ

13:49 ოთხშაბათი, 06 აპრილი 2022

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი პირვეელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლებში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ.

როგორც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემდეგ, 2500 ბავშვს შესაძლებლობა ექნება, წელსვე შევიდეს სკოლაში.

„საზოგადოების, მშობლების ძალიან დიდი მომართვიანობის საფუძველზე, რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, განათლების და მეცნიერების კომიტეტმა, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავწიოთ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი და განვსაზღვროთ 6 წელი, რომელიც პირს შეუსრულდა პირველ ოქტომბრამდე.

ყველა ბავშვს, ვინც დაბადებულია პირველ ოქტომბრამდე, შესაძლებლობა ეძლევათ, წელსვე მივიდეს სკოლაში. აღნიშნული ცვლილებით, შესაძლებელი იქნება, უკვე წელსვე 2500 პირმა მიმართოს სკოლას.

ვინაიდან პირველკლასელთა ელექტრონულ რეგისტრაციის ვადა ახლოვდება, კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რათა მყისიერად შეძლოს სარგებლობა ყველამ, ვინც ამ პერიოდამდე არის დაბადებული.

აღნიშნულის პარალელურად, ჩვენ შევიმუშავეთ და ჩამოვაყალიბეთ სისტემური ხედვა საზოგადოებისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც შეეხება სკოლაში ბავშვების შეყვანის ასაკს. ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია, რაც გვაძლევს საშუალებას, დამატებითი ადგილები შევქმნათ ჩვენი შვილებისთვის სკოლებში. ამიტომ ჩვენი მიდგომა პირის სკოლაში შესვლის ასაკის გადახედვასთან დაკავშირებით, აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც შესაბამისი წესით, ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დღემდე მოქმედი წესის მიხედვით, სკოლაში შესვლა შეუძლიათ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ. პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]