weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„პატრიოტთა ალიანსმა“ მოსკოვში შეხვედრები გამართა

18:52 ოთხშაბათი, 06 აპრილი 2022

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი მოსკოვში გაემგზავრნენ და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ვლადიმერ ჯაბაროვს შეხვდნენ.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საბჭოს ვებ-გვერდზე 4 აპრილს გამოქვეყნდა. აღნიშნულია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს.

„ჩვენს ქვეყნებს მეგობრობის ასწლეულები აკავშირებთ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს მხარს რუსეთთან კავშირების გაფართოებას“, – განაცხადა ჯაბაროვმა.

დავით თარხან მოურავმა ვლადიმერ ჯაბაროვს „პატრიოტთა ალიანსის“ საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ პარტია საქართველოს ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს. თარხან-მოურავმა ასევე ისაუბრა „საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივად მომგებიანი კავშირების შემდგომი შენარჩუნებისა და განვითარების შესახებ“.

შეხვედრას „რუსეთის ჯავახური დიასპორის“ პრეზიდენტი, აგასი არაბიანიც ესწრებოდა. ის ირმა ინაშვილისა და დავით თარხან მოურავის გვერდით იჯდა. არაბიანი Twitter-ზე წერს, რომ საქართველოდან ჩასული სტუმრების თხოვნით, შეხვედრას გაუწია ორგანიზება.

„შეხვედრის მიზანი რუსულ-ქართული ურთიერთობების დალაგება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაა“, – ამბობს აგასი არაბიანი.

არაბიანი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის მხარდამჭერია. 2019 წელს ის ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს „საერთაშორისო დამკვირვებლის“ სტატუსით აკვირდებოდა.

მოსკოვში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა, დავით თარხან-მოურავმა ინტერვიუც მისცა – თემაზე „თანამედროვე საქართველოს პრობლემები“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]