weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათგან 6 უკრაინის მოქალაქეა

11:28 შაბათი, 09 აპრილი 2022

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 9 აპრილთან დაკავშირებით, შეწყალების აქტი გამოსცა და 15 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის 7 ქალია, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებს დღეს, 9 აპრილს დატოვებენ. შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა.

დღეს 33 წელი შესრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევიდან. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]