weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საბჭოთა კავშირის აღდგენას მხარს დავუჭერდი. მადლობა ღმერთს, რომ სსრკ-ში ვიცხოვრე – ბიბილოვი

19:37 შაბათი, 09 აპრილი 2022

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენას მხარს დაუჭერდა.

„ყოველგვარი ეჭვის გარეშე მხარს დავუჭერდი. მადლობა ღმერთს, რომ მაშინ ვცხოვრობდი, როდესაც სსრკ იყო. მე ვხედავდი იმ დამოკიდებულებას, რაც ერთმანეთის მიმართ არსებობდა და მაშინ ეროვნებას დიდად არ ვარჩევდით. ჩვენ ვცხოვრობდით როგორც ერთი დიდი ოჯახი“, –  განაცხადა ბვიბილოვმა საინფორმაციო სააგენტოსთან TASS-თან ინტერვიუში.

ე.წ. პრეზიდენტის თქმით, „1930-იან წლებში იყო სერიოზული ექსცესები“, თუმცა სსრკ დიდებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა და მნიშვნელოვანი როლს ასრულდება მსოფლიოში.

„დიდი სამამულო ომის შემდეგ 1990-იან წლებამდე, ფაქტობრივად, ევროპაში ომი არ ყოფილა. როგორც კი კავშირი დაიშალა, მაშინვე წავიდა - იუგოსლავია, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ცენტრალური აზია, ამ ყველაფერმა მთელი მსოფლიო ააღელვა. ამაში, რა თქმა უნდა, უპირველესი როლი შეერთებულმა შტატებმა ითამაშა, რადგან მისთვის მიუღებელი იყო ასეთი ძლიერი სახელმწიფო მის ხალხებს ხალხებს შორის ასეთი ურთიერთობებით“, – განაცხადა ბიბილოვმა და აღნიშნა, რომ ასეთი უერთიერთობების აღდგენას ისურვებდა.

ანატოლი ბიბილოვი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას და დე ფაქტო პრეზიდენტად მეორე ვადით იყრის კენჭს. „არჩევნები“ ხვალ, 10 აპრილს გაიმართება. ე.წ. საარჩევნო კამპანიის პერიოდში ბიბილოვმა კვლავ წამოწია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი. ის ამბობს, რომ უახლოეს მომავალში, ამ საკითხზე „რეფერენდუმი“ გაიმართება.

 

ამ თემაზე:

მოვიდა დრო სამხრეთ ოსეთი შინ, რუსეთში დაბრუნდეს – ბიბილოვი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]