weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა

01:02 ორშაბათი, 11 აპრილი 2022

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ოსეთის“ კანდიდატმა, ანატოლი ბიბილოვმა პირველივე ტურში ვერ გამიმარჯვა. მეორე ტური ბიბილოვსა და პარტია „ნიხა-ს“ კანდიდატს, ალან გაგლოევს შორის გაიმართება.

მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადება თავად ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა. მისი თქმით, ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქმების 96% დაითვალა და „როგორც ჩანს, მეორე ტური იქნება“.

„ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში გავაკეთეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ მეორე ტურში გასვლით, რადგან გადის ორი იდეოლოგია და მათ შორის ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი. ვისაც ხალხი ხმას მისცემს, ის იქნება პრეზიდენტი“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მანამდე, რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი წერდა, რომ ოქმების 80%-ის დათვლის შედეგად, გაგლოევი ლიდერობდა. ამ ინფორმაციას სამი კანდიდატის საარჩევნო შტაბები ადასტურებდნენ.

10 აპრილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ხუთმა კანდიდატმა მიიღო.ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 82% შეადგინა. დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭი იყარეს მოქმედმა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ალექსანდრ პლიევმა, პარტია „ნიხა-ს“ ლიდერმა ალან გაგლოევმა, ე.წ. დეპუტატმა გარი მულდაროვმა და ყოფილმა დეპუტატმა დმიტრი ტასოევმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს. უწყების განცხადებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]