weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

ბიბილოვი 33.5%, გაგლოევი 36.9% – ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების II ტურს ჩაატარებენ

13:26 ორშაბათი, 11 აპრილი 2022

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული პირველივე ტურში ვერ გამოვლინდა – 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

როგორც ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ემილია გაგიევამ განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ხმების 33.5% (9706 ხმა) მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, პარტია „ნიხა-ს“ ლიდერმა, ალან გაგლოევმა 36.9% (10 705 ხმა).

შესაბამისად, დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. მეორე ტურში გაგლოევი და ბიბილოვი მიიღებენ მონაწილეობას.

„კენჭისყრის დასრულების მომენტისთვის, ამომრჩეველთა სიებში 39 021 ადამიანი იყო. კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 28 976 შეადგინა, რაც საერთო რაოდენობის 74.26%-ია.

ოქმების 95%-ის დამუშავების შემდეგ ალან გაგლოევს 36.9% აქვს - 10 705 ხმა, ანატოლი ბიბილოვს – 33.5%, ეს 9706 ამომრჩევლის ხმაა, გარი მულდაროვს – 8.9% - 2592 ხმა, ალექსანდრ პლიევს – 11.9% - 3434 ხმა, დმიტრი ტასოევს – 2.8% - 822 ხმა. 1.8%-მა, 528 ადამიანმა, ხმა ყველას წინააღმდეგ მისცა“, – განაცხადა ე.წ. ცესკოს თავმჯდომარემ.

საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

reginfo.ge@gmail.com