weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პრეზიდენტი ბრიფინგებზე დასწრების უფლებას არ გვაძლევს – „ალტ-ინფო“

14:39 სამშაბათი, 12 აპრილი 2022
ალტ-ინფოს წამყვანი თათია გაბრიჭიძე და სალომე ზურაბიშვილი ალტ-ინფოს წამყვანი თათია გაბრიჭიძე და სალომე ზურაბიშვილი

ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფის, „ალტ-ინფოს“ ტელევიზიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გუშინ, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე დასწრებისა და მისი გაშუქების უფლება არ მისცეს. მათი თქმით, „პროფესიული მოვალეობის შესრულებაში“ უკვე მეორედ შეუშალეს ხელი.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგის თემა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის გადმოცემა იყო.

„თვით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან გავხდით შევიწროებულები. უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ორბელიანის სასახლეში ჩვენს გადამღებ ჯგუფს, გაურკვეველი მიზეზის გამო, არ აძლევენ პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას. ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც ევროპული ცივილიზაციის მედროშედ ჰყავთ დასმული, ვისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი და გარანტირებული უფლებაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება, „ალტ-ინფოს“ გადამღებ ჯგუფს არ აძლევს უფლებას, სხვა ტელევიზიების მსგავსად, დაესწოს ბრიფინგებს“, – განაცხადა „ალტ-ინფოს“ გადაცემა „ალტერნატიული ხედვის“ წამყვანმა, თათია გაბრიჭიძემ.

ის ამბობს, რომ „ზურაბიშვილის თითოეული ბრიფინგი საფრთხესთან არის დაკავშირებული“.

„გვეშინია ამჯერად რა სიბრძნეს დაახეთქებს ქალბატონი პრეზიდენტი. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ თქვენგან არც ჭვიანურსა და არც ქვეყნისთვის სასარგებლოს არაფერს ველით, არ გრცხვენიათ თან დასავლურ სტანდარტებზე, დემოკრატიასა და მედია პლურალიზმზე ილაპარაკოთ და თან ჟურნალისტები გარეთ დატოვოთ?

ასეთი ბრძანება მიიღეთ ალქაჯი დეგნანისგან და თქვენც, როგორც ყურმოჭრილი მონა, ასრულებთ? ისევე, როგორც მარგველაშვილი, თქვენც ქვეყნის ძალიან დიდი სირცხვილი ხართ და ალბათ, ნანობს ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენ ხმა მოგცათ არჩევნებზე“, – თქვა გადაცემის წამყვანმა.

„რეგინფო“ პრეზიდენტის ადმინისტრაციას კომენტარისთვის დაუკავშირდა. მათგან პასუხის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.

„ალტ-ინფოს“ კომუნიკაციების კომისიისგან ტელემაუწყებლობის ავტორიზაცია აქვს მიღებული, რისი მეშვეობითაც დეზინფრმაციას, ღიად ანტიდასავლურ და პრორუსულ ნარატივებსა ავრცელებს. „ალტ-ინფოს“ ლიდერები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 2021 წლის 5 ივლისს გამართული ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი საკუთარი არხიდან მაყურებელს ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოუწოდებდნენ. აქციაზე თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, მიაყენეს სხეულის დაზიანებები, დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]