weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკრაინასა და საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები მოგვარდა – სტეფანჩუკი

19:22 ოთხშაბათი, 13 აპრილი 2022

უკრაინის უმაღლესი რადას და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეებმა, რუსლან სტეფანჩუკმა და შალვა პაპუაშვილმა ონლაინ შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ „მცირე გაუგებრობები მოგვარებულია“.

რუსლან სტეფანჩუკის თქმით, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ მზად არის, პარლამენტის დელეგაციასთან ერთად უკრაინაში ჩავიდეს.

„ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობები მოგვარდა. ეს ვიზიტი საშუალებას მისცემს ქართველ პარლამენტარებს თავად ნახონ, რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას!

გულწრფელად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვიპოვით საერთო ენას, რათა გავაგრძელოთ ნათელი საერთო მომავლის მშენებლობა. ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე ის, რაც განგვასხვავებს“, – განაცხადა უმაღლესი რადას თავმჯდომარემ.

კოლეგასთან საუბრის შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც.

„მთავარია ის, რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ბევრი ამ გაუგებრობის მოგვარება და გარკვევა შეიძლება ერთმანეთთან კომუნიკაციით. კომუნიკაციას შეუძლია ბევრი რამის გამოსწორება. როცა ვსაუბრობ სხვადასხვა წყენაზე, უფრო სწორად, პრეტენზიებზე საქართველოს მიმართ, ამ ყველაფერში გავერკვიეთ, მეც მივაწოდე ინფორმაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო დონეზე, ამ კუთხით, ჩემს კოლეგასთან ყველაფერში გავერკვიეთ. მაშინაც ვახსენე და ახლაც ვიმეორებ, რომ ამ ვითარებაში, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ზოგადად, ეს არის რეგიონისთვის კრიზისული ვითარება, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, რომ საქართველოში არ იმყოფება უკრაინის ელჩი. ეს არ არის საპარლამენტო დონეზე გადასაწყვეტი საკითხი. იმედი მაქვს, რომ ამ კუთხითაც იქნება პროგრესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, საპარლამენტო დელეგაციას, რომლიც მისი ხელმძღვანელობით უკრაინაში გაემგზავრება, ინტერპარტიული იქნება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს არ იქნება დიდი ჯგუფი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]