weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება

15:11 პარასკევი, 15 აპრილი 2022
ილია დარჩიაშვილი და ოლივერ ვარჰეი / საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემა ილია დარჩიაშვილი და ოლივერ ვარჰეი / საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლიც საქართველოს 11 აპრილს გადმოეცა, მალე გასაჯაროვდება. დოკუმენტის გასაჯაროებას ოპოზიციონერი პარლამენტარები და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მისამართით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რაც შეიძლება მალე აღნიშნული დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მთავრობა და ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს კითხვარის მომზადებაზე, რათა რაც შეიძლება სწრაფად შეძლონ ევროპელი პარტნიორებისთვის მისი დაბრუნება. გარდა ამისა, დარჩიაშვილის ინფორმაციით, იგეგმება აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა მეგობარ ქვეყანასთან, რომლებმაც აღნიშნული პროცესი თავად გაიარეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]