weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სუს-მა უკრაინაში ენმ-ის მიერ შესაძლო პროვოკაციების მოწყობაზე გამოძიება დაიწყო

16:34 პარასკევი, 15 აპრილი 2022
გია ვოლსკი გია ვოლსკი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.

მანამდე, „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „სარწმუნო წყაროდან“ მიღებული „მაღალი პროფესიონალური დონის, გადამუშავებული ინფორმაციის“ მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის დროს პროვოკაციების მოწყობას გეგმავს.

„არ დაგიმალავთ, მაგრამ დადასტურდა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია არის, რომ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებულები და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში.

უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება. მითუმეტეს, ამასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა პოლიტიკური სპეკულაციების გამოხშირვა საინფორმაციო ველიდან არის ის ინტერესი, რაც ჩვენ გაგვაჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ვოლსკის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას არასერიოზული უწოდა.

უკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დღეს, 15 აპრილს მიემგზავრდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]