დელეგაციაში არიან პარლამენტის ვიცე-სპიკერები, „ქართული ოცნებიდან“ დავით სერგეენკო და არჩილ თალაკვაძე, ხოლო პარტია „მოქალაქეებიდან“ – ლევან იოსელიანი.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ხათუნა სამნიძე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი და „ქართული ოცნების“ წევრი ბექა ოდიშარია.
საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი ერთდღიანია.
„ჩვენ გვექნება მეგობრული და თბილი ვიზიტი. ყველა ნახავთ ამ ვიზიტის განსაკუთრებულ სითბოს და მეგობრობას. ჩვენ იქ მივდივართ საქართველოს ხალხის სახელით, იმისთვის, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა და ამ სოლიდარობას ყველა კარგად იხილავთ. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, კონკრეტული დეტალები მოგვიანებით გაირკვევა. მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ყველაფერი ეტაპობრივად გახდება ცნობილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არ არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატები.