weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ევროკომისიას შევსებულ კითხვარს მაისში დაუბრუნებს

15:51 შაბათი, 16 აპრილი 2022

„პოზიტიური მოლოდინია, რაიმე პრობლემური საკითხი არ არსებობს. კითხვები უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მოწყობას, განვითარებას, ზოგადად, იმ რეფორმებს და პროგრესს, რომელსაც მივაღწიეთ და ასევე, რაც დასახული გვაქვს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის თვითშეფასების კითხვართან დაკავშირებით.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტის შევსების პროცესს პირადად უწევს კოორდინაციას.

„ეს კითხვარი ორშაბათს მივიღეთ, 11 აპრილს გადაეცა საგარეო საქმეთა მინისტრს და ახლა ყველა უწყება მობილიზებულია, რომ მაქსიმალურად დროულად იქნას ის შევსებული, რათა ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და კოლეგებს დროულად მივაწოდოთ. მთელი მთავრობა, ასევე პარლამენტი ჩართულია ამ პროცესში.

პირადად მე ვუწევ კოორდინაციას იმისთვის, რომ დროულად და ეფექტიანად მოხდეს ამ კითხვარის შევსება და ევროკომისიისთვის გადაცემა. ეს მაისის თვეში მოხდება“, – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან.

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა, თუმცა ამის გაკეთებას 2024 წელს გეგმავდა. რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მოითხოვა და 28 თებერვალს განაცხადიც წარადგინა. მას ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა წევრებმა – საქართველომ და მოლდოვამაც მიბაძეს. 11 აპრილს, საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]