weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სტეფანჩუკმა პაპუაშვილს რუსეთისთვის სანქციების დაწესების განხილვა სთხოვა

19:44 შაბათი, 16 აპრილი 2022

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა უკრაინაში ვიზიტით მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს სთხოვა, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობა განიხილოს. ამის შესახებ ინფორმაცია რადამ გაავრცელა.

სტეფანჩუკის თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ, ყველამ ერთად უნდა დავამსხვრიოთ აგრესორის ეკონომიკური ხერხემალი, რომლის მეშვეობითაც ის უკრაინაში მკვლელ მანქანას კვებავს.

უკრაინის ამოცანა არ არის მხოლოდ გამარჯვება, რომელშიც ყველა დარწმუნებული ვართ. ჩვენთვის მთავარია, სამართლებრივად დაისაჯოს ის, ვინც 21-ე საუკუნეში ეს საშინელი აგრესია ჩაიდინა და უკრაინის საზღვრები აღდგეს.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვერც უკრაინის პარლამენტი და ვერც უკრაინელი ხალხი ვერ ხედავენ ამ სრულფასოვან გამარჯვებას ქართველი ხალხის მხარდაჭერის გარეშე.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ომი მალე დასრულდება და მაშინ დადგება უკრაინის აღდგენის საკითხი. ამიტომ მე ასევე მინდა მოვიწვიო ჩვენი მოძმე საქართველო, შემოუერთდეს ჩვენი შესანიშნავი ქვეყნის აღდგენის პროცესს“, – აღნიშნა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ.

რუსლან სტეფანჩუკის თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის დიდი გამოვლინებაა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა არის და იქნება მტკიცე.

„ოკუპირებული ტერიტორიები იყო, არის და იქნება საქართველოს ტერიტორიები. ჩვენ, საქართველოსთან და მოლდოვასთან ერთი ძალიან ტრაგიკული რამ გვაქვს საერთო – ჩვენი ტერიტორიები დროებით აქვს წაღებული რუსეთის ფედერაციას. ჩვენ კიდევ ერთი საერთო გვაქვს - ეს არის ჩვენი ევროპული მომავალი“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ევროინტეგრაციის უნიკალური შანსი საშინელ ომში უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის მონაპოვარია. მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ და მალე შეუერთდებიან დიდ ევროპულ ოჯახს.

რუსლან სტეფანჩუკმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხალხს, პარლამენტს და მთავრობას უკრაინის მოქალაქეების მიღებისა და მხარდაჭერისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]