weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

არ მჯერა დემოკრატიის, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ძალიან ბევრ კანონს შევცვლით – მორგოშია

13:36 ორშაბათი, 18 აპრილი 2022

„ალტ-ინფოსა“ და მის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ დემოკრატიის არ სჯერა.

VICE News-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, სჯერა თუ არა დემოკრატიის, მორგოშიამ უპასუხა: „არა. არ მჯერა დემოკრატიის“.

„მაშინ, რატომ მონაწილეობთ არჩევნებში, თუ დემოკრატიის არ გჯერათ?“ – ჰკითხეს მას.

„იმიტომ, რომ ასეთ სიტუაციაშიც კი, როგორი კანონმდებლობაც არსებობს, ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში და როცა გავიმარჯვებთ, მაშინ ძალიან, ძალიან ბევრ კანონს შევცვლით“,
– უპასუხა მორგოშიამ.

VICE News-მა რეპორტაჟში, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომსა და საქართველოში არსებულ განწყობებს ეხება, მორგოშიას ასევე ჰკითხა, არის თუ არა „ალტ-ინფო“ რუსული პროექტი და ფინანსდება თუ არა ის რუსეთიდან.

„რა თქმა უნდა, არ არის პრორუსული პროექტი. „ალტ-ინფო“ პროქართული პროექტია. ჩვენ, უბრალოდ, პრაგმატული ხალხი ვართ. აქ ყველას პრო-რუსულს უწოდებენ, ყველას, ვინც ამბობს, რომ ჩვენ რუსეთთან არ ვიომებთ NATO-ს გამო, არამედ ვილაპარაკებთ მასთან. მხოლოდ ამის გამო გვეძახიან, არ ვიცი, პუტინის, ვიღაც დუგინების პროექტს. არა, ჩვენ არ გვაფინანსებს რუსეთი. ვინც ჩვენ გვაფინანსებს, აუდიტის სამსახურის საიტზე ჩანს. ეს ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ქართველები. არიან ბიზნესმენები, რომლებიც რუსეთშიც შოულობდნენ ფულს, ყაზახეთშიც“, – განაცხადა მორგოშიამ.

„კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც პრორუსულმა ჯგუფმა „ალტ-ინფომ“ გასული წლის ნოემბერში დააფუძნა, არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და ხელისუფლებაში მოსვლის გეგმებზე საუბრობს. ბოლო თვეების განმავლობაში პარტიამ, მოქალაქეთა პროტესტის ფონზე, 70-ზე მეტი რაიონული ოფისი გახსნა. ქობულეთის და მესტიის ოფისებთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე იძალადეს კიდეც.

არჩევნებში მონაწილეობის გეგმებზე პარტიის თავმჯდომარემ, ზურაბ მახარაძემ „კონსერვატიული მოძრაობის დამფუძნებელ ყრილობაზევე ილაპარაკა. როგორც მან განაცხადა, მზად არიან, რუსეთთან „არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დასაწყებად“, არამედ მასთან „მჭიდრო პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობის“ დასამყარებლად.

„ალტ-ინფოს“ ლიდერები, მათ შორის მახარაძე და მორგოშია, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 2021 წლის 5 ივლისს გამართული ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი ჯერ საკუთარი ტელევიზიის საშუალებით, შემდეგ კი აქციაზე, ხარდამჭერებს ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოუწოდებდნენ. აქციაზე თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს და დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები. ზურაბ მახარაძე 6 ივლისის კონტრაქციასაც ხელმძღვანელობდა – პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ ელჩები „თავიანთ საელჩოებში უნდა დაეტიონ“.

 

წაიკითხეთ ამ თემაზე:

როგორ ივსება „ალტ-ინფოს” პარტიის ყულაბა

როგორ ამართლებს „ალტ-ინფო“ პუტინის მიერ უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]