weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

3-4 წელში 7000 დევნილი ოჯახისთვის აშენდება ახალი, თანამედროვე კორპუსები – ღარიბაშვილი

14:07 ორშაბათი, 18 აპრილი 2022

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ დევნილი ოჯახების ბინებით უზუნველყოფის მიმართულებით „გამოწვევა ჯერ კიდევ დიდია“. ღარიბაშვილი დევნილებს ბინების გადაცემა/დაკანონებას 3-4 წელში დაჰპირდა.

„ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს მომდევნო 3-4 წელიწადში. მათგან ნაწილს დაუკანონდება. ნაწილს – დაახლოებით 6 ათას დევნილს გადაეცემა სახლები „სოფლად სახლის“ ფარგლებში და 7 ათასი დევნილი ოჯახისთვის აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსები. მათ გადაეცემათ თანამედროვე სტანდარტების ბინები სრული რემონტით, რაც ჩვენი ვალდებულებაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, წელს ქუთაისში დასრულდება 700 ბინის მშენებლობა, რომლებცი დევნილ ოჯახებს შემოდგომაზე გადაეცემათ.

„გაზაფხულზე, ახლა დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში. ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც მაქსიმუმ 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამ საკითხზე განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, 500 000 კვ.მ. ფართობის 7 ათასი ახალი ბინის მშენებლობაზე ტენდერი მომავალ კვირაში გამოცხადდება. აზარაშვილის განცხადებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 700 მილიონი ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]