weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა

18:30 სამშაბათი, 19 აპრილი 2022
ფოტოზე - სენატორი კრის კუნსი ფოტოზე - სენატორი კრის კუნსი

მიმდინარე კვირაში საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი კრის კუნსი უხელმძღვანელებს. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დელეგაცია ვიზიტს საფრანგეთსა და იტალიაშიც განახორციელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი გარი პიტერსი, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ ქეისი, კონგრესმენი სტეფან მერფი, კონგრესვუმენი ქეით ლირაისი, კონგრესმენი დევიდ სისილინი და კონგრესმენი ტედ დოიჩი.

დელეგაცია შეხვდება აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს თითოეულ ქვეყანაში, რათა განიხილონ ტრანს-ატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება. აშშ-ის საელჩოს ცნობით, დელეგაცია ასევე განიხილავს საერთო გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა „კოვიდ-19“ პანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა.

სენატორ კუნსის თქმით, მოუთმენლად ელის, კრიტიკულ საკითხებზე აშშ-ის მთავარ პარტნიორებთან შეხვედრას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]